суббота, 24 апреля 2010 г.







პროექტი:ხონის რაიონის ფაუნა
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ ხონის რაიონში გავრცელებულ ცხოველებს,მათ ბიომრავალფეროვნებას და გავრცელებას,გარემოში მომხდარ ცვლილებებს და გამომწვევ მიზეზებს.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად (౩ ჯგუფად დავყობ და თითეულს მივცემ თავის დავალებას)და შეაგროვებენ ცხოველთა სხვადასხვა სახეობის შესახებ მონაცემებს,გადაიღებენ სურათებს,ინტერნეტით და ბიბლიოთეკის საშუალებით მოიძებნიან და დაამუშავებენ ლიტერატურულ მონაცემებს ხონის რაიონში გავრცელებულ ცხოველთა შესახებ,დაადგენენ მათ ბიომრავალფეროვნებას და გავრცელების არეალს,გამოიკვლევენ ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ ურთიერთკავშირს,ივარაუდებენ გარემოში მომხდარ ცვლილებებს და მათ გამომწვევ მიზეზებს।
მიზნობრივი ჯგუფი:მეშვიდე კლასი
ვადა,ხანგრძლივობა:ორი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:გასვლითი სამუშაო ბუნებაში,ლიტერატურის მოძიება ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში,ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება,სახეობების რკვევა,ფოტოსურათების გადაღება,კვლევის შედეგების ანალიზი।
მოსალოდნელი შედეგები:გამოიმუშავებენ ცოცხალ ორგანიზმებზე დაკვირვების და ბუნებაში მოქცევის უნარ–ჩვევებს,ისწავლიან სახეობათა რკვევას,განივითარებენ კვლევის,ანალიზის,შეფასების და პრობლემის გადაჭრის უნარს।შექმნიან ვებ გვერდს სადაც განათავსებენ კვლევის შედეგებს–ხონის რაიონში გავრცელებული ცხოველების ფოტოსურათებს,ინფორმაციას მათი ბიომრავალფეროვნების და გავრცელების შესახებ, მოაწყობენ სასკოლო კონფერენციას,სადაც დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგენენ თავიანთ ნამუშევარს.სკოლაში შექმნიან სტენდს გამოსცემენ ილუსტრირებულ ბროშურებს।
სარგებელი სხვისთვის:კვლევის საბოლაო შდეგებს ინტერნეტის და ბროშურების სახით გაეცნობიან როგორც სხვა სკოლის ,ისე სხვა რაიონის მოსწავლეები,დაინტერესებული პირები და მიიღებენ ინფორმაციას ხონის რაიონში გავრცელებული ცხოველების შესახებ


სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არა
საგნებთან(სხვა საგნობრივ ჯგუფთან)ეროვნულ სასწ।გეგმასთანკავშირი:გეოგრაფია
პროექტის ფასილიტატორი:თინათინ კაკაბაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tkakabadze22@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tkakabadze.blogpost.com

1 комментарий:

  1. ძალიან მომეწონა შენი კომენტარი,შენი გაფორმება, გისურვებ წარმატებებს. იმედია ასე გააგრძელებ მუშაობას.შევხვდებით ხვალ.

    ОтветитьУдалить